Link თ ა რ ო

5/08/2012

ცა–კა "თაროზე"

პირველად სალამს მოგიძღვნით-
"სალამი არის ღვთისაო",
მშვიდობა თქვენდა მკითხველნო,
ბარისა ხართ თუ მთისაო.

დაწერილს კითხვაც რომ უნდა,
მოგეხსენებათ თავადა,
ორ სიტყვას გეტყვით ქართველნო,
ნუ კი გამიგებთ ავადა:

სულ დაგვავიწყდა ქართველებს,
მხატვრული წიგნის ფერია,
თქვენვე განსაჯეთ კარგადა
მოყვარეა თუ მტერია,

ის, ვინც კითხვაზე მიგაბათ,
წაგართვათ facebook-ია,
გარწმუნათ, რომ ინგლისურად,
წიგნი ნამდვილად book-ია.

იჩქარეთ ახალგაზრდებო,
გვეწვიეთ ჩვენს ბლოგ - "თაროზე",
პარალელურად იკითხეთ,
წიგნი არ დადოთ თაროზე.

აქ თქვენ დაგხვდებათ ხალისი,
კამათის დიდი ნატურა,
რითმებად გადმოიღვრება,
დიადი ლიტერატურა.

ვილექსოთ და ვიკამათოთ,
შევმატოთ ერთურთს დიდება,
კამათში დაიბადება,
დიადი ჭეშმარიტება!!

© ცა–კა