Link თ ა რ ო: May 2012

5/21/2012


17 მაისს ჯგუფი თარო სამხატვრო აკადემიას ეწვია. დაგეგმილი იყო პერფორმანსი, რომლის მიხედვითაც  სტუდენტებს უნდა შეერჩიათ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ გამოშვებული ნებისმიერი ლიტერატურული ნაწარმოები და შეექმნათ ჩანახატი. ლექტორების დახმარებით და ჩვენი მოკრძალებული შეფასებებით კი საუკეთესო ორი ნაშრომის ავტორს გადაეცემოდა წიგნები. წიგნს თითოეული მკითხველი ინდივიდუალურად აღიქვამს და ალბათ საინტერესო იქნებოდა ხელოვნებასათან ასე მჭიდრო კავშირში მყოფი ბავშვების ფურცელზე გადმოტანილი ხედვის გაცნობა.


აკადემიის ლექტორები ინფორმირებულები იყვნენ და ჩვენც შესაბამისად  დაპირებული წიგნებით, ვატმანის ფურცლებითა და ფანქრებით მივადექით სასურველ სართულს. ერთ–ერთ აუდიტორიაში აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით შეკრებილი  აკადემიის სტუდენტები დაგვხვდნენ. ღონისძიება იმაზე მეტად უცნაური გამოვიდა ვიდრე ამას თაროელები ელოდნენ. 

5/14/2012

გუშინ, 13 მაისს ონლაინ მაღაზია e-store.ge–ს facebook–ის გვერდზე, როემლიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს აღნიშნული სოციალური ქსელის მომხმარებლებს შორის გამიართა ვიქტორინა, რომელშიც გათამაშდა "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" მიერ გამოცემული ბესტსელერი – სიუზენ კოლინზის "შიმშილის თამაშები".
შეკითხვა გახლდათ ასეთი:

facebook მომხმარებელმა საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიჩინა. დიდი იყო გამოხმაურება. შეკითხვაზე სწორი პასუხის გაცემას 62 მომხმარებელი შეეცადა, თუმცა ეს პირველმა გიორგი ბერიძემ მოახერხა.

ვულოცავთ მას ამ შესანიშნავი პრიზის მოგებას, მკითხველს კი სამომავლოდ კიდევ უფრო მეტ საინტერესო სიურპრიზებს ვპირდებით – რაღა თქმა უნდა "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობასთან" ერთად.

Steve McCurry გენიალურია

5/08/2012

ცა–კა "თაროზე"

პირველად სალამს მოგიძღვნით-
"სალამი არის ღვთისაო",
მშვიდობა თქვენდა მკითხველნო,
ბარისა ხართ თუ მთისაო.

დაწერილს კითხვაც რომ უნდა,
მოგეხსენებათ თავადა,
ორ სიტყვას გეტყვით ქართველნო,
ნუ კი გამიგებთ ავადა:

სულ დაგვავიწყდა ქართველებს,
მხატვრული წიგნის ფერია,
თქვენვე განსაჯეთ კარგადა
მოყვარეა თუ მტერია,

ის, ვინც კითხვაზე მიგაბათ,
წაგართვათ facebook-ია,
გარწმუნათ, რომ ინგლისურად,
წიგნი ნამდვილად book-ია.

იჩქარეთ ახალგაზრდებო,
გვეწვიეთ ჩვენს ბლოგ - "თაროზე",
პარალელურად იკითხეთ,
წიგნი არ დადოთ თაროზე.

აქ თქვენ დაგხვდებათ ხალისი,
კამათის დიდი ნატურა,
რითმებად გადმოიღვრება,
დიადი ლიტერატურა.

ვილექსოთ და ვიკამათოთ,
შევმატოთ ერთურთს დიდება,
კამათში დაიბადება,
დიადი ჭეშმარიტება!!

© ცა–კა