Link თ ა რ ო

5/21/2012


17 მაისს ჯგუფი თარო სამხატვრო აკადემიას ეწვია. დაგეგმილი იყო პერფორმანსი, რომლის მიხედვითაც  სტუდენტებს უნდა შეერჩიათ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ გამოშვებული ნებისმიერი ლიტერატურული ნაწარმოები და შეექმნათ ჩანახატი. ლექტორების დახმარებით და ჩვენი მოკრძალებული შეფასებებით კი საუკეთესო ორი ნაშრომის ავტორს გადაეცემოდა წიგნები. წიგნს თითოეული მკითხველი ინდივიდუალურად აღიქვამს და ალბათ საინტერესო იქნებოდა ხელოვნებასათან ასე მჭიდრო კავშირში მყოფი ბავშვების ფურცელზე გადმოტანილი ხედვის გაცნობა.


აკადემიის ლექტორები ინფორმირებულები იყვნენ და ჩვენც შესაბამისად  დაპირებული წიგნებით, ვატმანის ფურცლებითა და ფანქრებით მივადექით სასურველ სართულს. ერთ–ერთ აუდიტორიაში აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით შეკრებილი  აკადემიის სტუდენტები დაგვხვდნენ. ღონისძიება იმაზე მეტად უცნაური გამოვიდა ვიდრე ამას თაროელები ელოდნენ. 



მოტივირებული სტუდენტები უცნაური “გამამხნევებელი ვარჯიშების” შესრულების  შემდეგ ილუსტრაციების ხატვას შეუდგნენ.  მიუხედავად იმისა, რომ  ჩვენი მოლოდინები მათმა შესაძლებლობებმა ვერ გაამართლა, შეგვიძლია ვთვათ, რომ ღონისძიება შედგა. ლექტორებთან კონსულტაციის გავლის შემდეგ დავაჯილდოვეთ საუკეთესო ნამუშევრების ავტორები და გადავეცით “ბაკურ სულაკაურის” მიერ გამოცემული სამხატვრო ლიტერატურა _ “რენესანსი” და “იმპრესიონიზმი”.

ჩვენი გუნდის ჩანაფიქრი აღნიშნული ღონისძიების განხორციელებისას იყო სამხატვროს სტუდენტების წიგნთან ორიგინალური ხერხით დაახლოება. ლუსტრაციებზე მუშაობა საკმაოდ საინტერესო, სახალისო პროცესი უნდა ყოფილიყო და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მონაწილეთაგან რამდენიმე მათგანისათვის მაინც იყო ეს ღონისძიება ამ მხრივ ღირებული.

No comments:

Post a Comment