Link თ ა რ ო

6/04/2012



პროექტი „წიგნების თაობა” არასრულწლოვანთა დაწესებულებაში

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის პროექტ „წიგნების თაობის“ მონაწილე სტუდენტთა ჯგუფის ინიციატივით და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ხელშეწყობით სს „ნიკორამ“ არასრულწლოვანთა დაწესებულებას სხვადასხვა ჟანრის წიგნები გადასცა.

მსჯავრდებულებს ასევე შეხვდნენ მწერლები დავით-დეფი გოგიბედაშვილი და ზაალ ჩხეიძე, რომლებმაც მოზარდებისთვის საინტერესო თემებზე ისაუბრეს.

აქცია არასრულწლოვან მსჯავრდებულთა განათლების დონის ამაღლების ხელშეწყობას ემსახურებოდა.

არასრულწლოვანთა დაწესებულებაში, სამინისტროს ხელშეწყობით, მსგავსი ღონისძიებები სისტემატურად იმართება, რაც მსჯავრდებულთა რეაბილიტაციას ისახავს მიზნად.

ეს არის სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ოფიციალური პრეს–რელიზი. დაგვეთანხმებით, რომ ნებისმიერი წიგნების თაროს სჭირდება გამუდმებული განახლება და შევსება, რადგანაც ჩვენი ჯგუფის სახელწოდებაა "თარო", გადავწყვიტეთ სიმბოლური იქნებოდა არასრულწლოვანი პატიმრებისათვის შეგვევსო ბიბლიოთეკის თარო. როგორც აღმოჩნდა, მათ არც თუ ისე მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა ჰქონიათ. ჩვენს მიერ შეტანილი "ბაკურ სულაკაურის" გამომცემლობის წიგნები ხელს შეუწყობს მათ, როგორ მკითხველის ზრდასა და ჩამოყალიბებას და დაეხმარება სასჯელის მოხდის შემდეგ საზოგადოებასთან ადაპტაციასა და თვითრეალიზაციაში.
‎მოკლედ "თარომ" არასრულწლოვან პატიმრებს თარო წიგნებით შეუვსო. უღრმესი მადლობა "ნიკორას", სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს და "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას" თანადგომისთვის.
განსაკუთრებულად დიდი მადლობა დავით დეფის და ზაალ ჩხეიძეს

აუცილებლად განვაგრძობთ იმაზე ფიქრს, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია კიდევ ამ ადამიანებისათვის, რათა მათ დაინახონ, რომ კედლებს გარეთ ძალიან მაგარი და საინტერესო ცხოვრება ელოდებათ. მათ ძალიან სჭირდებათ ჩვენი თანადგომა, რათა საზოგადოებასთან ადაპტაცია არ გაუჭირდეთ. და კიდევ ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი – მხოლოდ დიდი მონდომება და შემართება შეუძლებელს შეგაძლებინებთ, ჩვენ ამაში პირადად დავრწმუნდით.

No comments:

Post a Comment